მედვედი უკრაინის ალყაში ყოფნას ფრონტის კრიზისად მიიჩნევს
რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა თავის Telegram არხზე განაცხადა, რომ რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ძალების ალყაში მოქცევამ, შესაძლოა, მთელი ფრონტის კოლაფსი და კიევის ტერიტორიული დანაკარგები გამოიწვიოს.
„ჯარების ალყაში მოქცევამ, შესაძლოა, მთელი ფრონტის ხაზი დაანგრიოს, რამაც, შესაძლოა, ახალი ტერიტორიული დანაკარგები გამოიწვიოს. ენერგეტიკის ინდუსტრიაში რუსული დარტყმებით გამოწვეული კრახი ძლიერდება. ჯერჯერობით, შუქი ისევ ჩართულია, მაგრამ შეფერხებებია. გათბობის მხრივ სიტუაცია ცუდია“, – თქვა მან.
მან დასძინა, რომ კიევის ხელმძღვანელობა, შესაძლოა, ხელისუფლებაში დიდხანს არ დარჩეს.