თენგიზ შარმანაშვილი – გიორგი გახარიას სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტის ჰონორარია

„აღარ მიკვირს, რომ გერმანიაში სტიპენდიების გაცემას ვეღარც აკონტროლებენ, ეს სტიპენდიები უკვე „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშაა, გიორგი გახარიას სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტის ჰონორარია “- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

„როგორც ვხედავთ, გერმანიაში ბოლომდე არაფერი აღარ კონტროლდება, ბუნდესტაგის დეპუტატების კითხვებსაც კი სრულყოფილად არ პასუხობენ. გერმანიის ელჩის თაობაზე კითხვებს თავი წარმოუდგენელი ნარატივებით აარიდეს. ათი წლის წინ გერმანიაში წარმოუდგენელი იყო, ასეთი ზერელე პასუხები გაეცათ. აღარ მიკვირს, რომ ასეთი სტიპენდიების გაცემას ვეღარც აკონტროლებენ. ეს სტიპენდიები უკვე „დიფ სთეითის“ კონტროლქვეშაა. ამას შალვა პაპუაშვილმა პოლიტიკური კორუფცია უწოდა, მე კი ვიტყოდი, რომ ეს აგენტის ჰონორარია. ამის მომსწრე პირველად არ ვართ. ყოფილმა პრეზიდენტმაც ეს გზა გაიარა, ასეთი სტიპენდია მასაც დაუნიშნეს. რა თქმა უნდა, ეს სტიპენდია სამეცნიერო საქმიანობას არ ეხება, ეს აგენტურის ჰონორარია“, – აღნიშნა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები