„ვინაიდან ჩანს, რომ ამ მხრივ სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი არ არის, საჭიროა სანქციის ისე მორგება, რომ ადამიანს არ უღირდეს სიჩქარის გადაჭარბება,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შსს-ს მიერ მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, თუკი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ჩადის აკრძალულ ქმედებას მაინც, ეს აჩვენებს, რომ ის სანქცია, რომელსაც პრევენციული დანიშნულება უნდა ჰქონდეს, არ მუშაობს.
„სანქციის დანიშნულება არის, რომ იყოს ისეთი, რომ ადამიანს სამართალდარღვევის ჩადენა არ უღირდეს. ვინაიდან ჩანს, რომ ამ მხრივ სტატისტიკა დამაკმაყოფილებელი არ არის, საჭიროა სანქციის ისე მორგება, რომ ადამიანს არ უღირდეს სიჩქარის გადაჭარბება, თუ სხვა სახის დარღვევა შემდეგ უფრო დიდი ჯარიმის გადახდად. იგივე რაც შეეხებოდა უკანონოდ გზის გადაკეტვას და ა.შ. თუკი ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი ჩადის აკრძალულ ქმედებას მაინც, ეს აჩვენებს, რომ ის სანქცია, რომელსაც პრევენციული დანიშნულება უნდა ჰქონდეს, არ მუშაობს, არ არის საკმარისი მისი ოდენობა, ან სახე. აქედან გამომდინარე ვრეაგირებთ პარლამენტი ამ საკითხებზე. მათ შორის ნახეთ, რომ გზის უკანონოდ გადაკეტვაზე, როგორც კი დავინახეთ, რომ ის სანქციები პრევენციულ დანიშნულებას ვეღარ ასრულებდა, შევცვალეთ კანონმდებლობა და ხედავთ, რომ გზა აღარ იკეტებ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, შსს-ს ცნობით, უწყებამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის მთავარ მიზანს საგზაო წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს.