თენგიზ შარმანაშვილი – ოპოზიციის ბრიფინგზე: სამარცხვინო საქციელია, რომ უცვლელად წაიკითხეს ბრიუსელიდან გამოგზავნილი ტექსტი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აბსოლუტურ მორჩილებაში არიან

„სამარცხვინო საქციელია, რომ უცვლელად წაიკითხეს ბრიუსელიდან გამოგზავნილი ტექსტი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აბსოლუტურ მორჩილებაში არიან,“- ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

„ერთი სამარცხვინო საქციელი ხომ ის არის, რომ უცვლელად წაიკითხეს იქიდან გამოგზავნილი ტექსტი, რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ აბსოლუტურ მორჩილებაში არიან, მაგრამ მეორე სამარცხვინო საქციელია ის, რომ ოღონდ ბრიუსელს მოარიდონ ახლა ეს ყველაფერი, აცხადებენ თითქოს თვითონ არიან ამის ავტორები; ერთი ამბობს, რომ მე დავწერე ტექსტიო, მეორე ამბობს, სასვენი ნიშნები მე დავუსვიო, მესამემ რედაქტირება მე გავუკეთეო. სასაცილო მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი, მაგრამ ყველა აგენტის ბედი ასეთია“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

შეგახსენებთ, “პრაიმ ტაიმის“ ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები