მაკა ბოჭორიშვილი: როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, ძალიან რთულია დაიჯერო, საქართველო ნამდვილად არ არის არავისზე უკან
საგარეო საქმეთა მინისტრმა “იმედი LIVE”- ში ევროკომისიის ანგარიში შეაფასა.
„მათთვის ისიც სიმართლეა, რომ უკრაინა და მოლდოვა უფრო წინ არიან ვიდრე საქართველო, ესეც ტყუილია და ესეც არ დაიმალება. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნის განვითარებაზე საქართველო ბევრად უფრო წინ დგას, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა, როდესაც თეთრზე გეუბნებიან, რომ შავია, ძალიან რთულია დაიჯერო, ვერ დავიჯერებთ. საქართველო ნამდვილად არ არის არავისზე უკან.”
მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლოს გამოქვეყნებული ანგარიში მიზნად ისახავს გაამართლოს სურათი, რომლის შექმნასაც დიდი ხანია ცდილობენ. „შეუძლებელია დაგვავიწყდეს, 2022 წელს, როდესაც ჩვენ გავაკეთეთ განაცხადი, საქართველო იყო მოწინავე ქვეყანა ასოცირებულ პარტნიორებს შორის. მაშინ ძალიან აქტიურად დაიწყო კამპანია, რომ საქართველო იყო მაჩანჩალა, ქართველი პოლიტიკოსები იყენებდნენ სწორედ ასეთ სიტყვებს პარლამენტში და ასე მოიხსენიებდნენ საკუთარ ქვეყანას. მაშინ, როდესაც ძალიან სჭირდებოდა საქართველოს სწორედ ისე წარმოჩენა, რომ საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, ძალიან უჭირდათ ამის აღიარება, რომ საქართველო იმსახურებდა ამას. იგივე ხდება ახლაც.” -განაცხადა მინისტრმა.