ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის ბრიფინგზე: იმიტომ ხარ პოლიტიკური პარტია, თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა გარედან მოცემული ტექსტებით ილაპარაკო

“იმიტომ ხარ პოლიტიკური პარტია, თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა გარედან მოცემული ტექსტებით ილაპარაკო,”- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციის მიერ გამართულ ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა.

„არ შეიძლება შენი სახელმწიფოს სუვერენიტეტი ასე დაახურდავებინო გარედან ნებისმიერ ძალას. შენ იმიტომ ხარ დამოუკიდებელი სახელმწიფო, იმიტომ ხარ პოლიტიკური პარტია, თუ პოლიტიკური მოღვაწე, რომ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედო და არა გარედან მოცემული ტექსტებით ილაპარაკო“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, “პრაიმ ტაიმმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მედიასაშუალებას ბრიუსელიდან მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გამოუგზავნეს და ოპოზიციის წარმომადგენელმა ბრიფინგზე წაიკითხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები