გიორგი გამსახურდია – სააკაშვილზე: რაც ცოტნე გამსახურდიამ გამოიარა, იმის მეასედი უნდა ანახო ამ არაკაცს და ქვეყნის გამყიდველს – იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა

ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს, – ამის შესახებ გიორგი გამსახურდია მიხეილ სააკაშვილის შესახებ წერს, რომელიც პენიტენციური სამსახურის ცნობით, „ვივამედიდან“ საპატიმროში დააბრუნეს.

მისივე განცხადებით, სააკაშვილმა ციხეში იმის მეასედი უნდა გამოცადოს საკუთარ ტყავზე, რაც გიორგი გამსახურდიას ძმამ, ცოტნე გამსახურდიამ გამოიარა.

„ზუსტად იგივე ციხეში უნდა დაბრუნდეს, თვითონ როგორიც ჰქონდა. არა დღევანდელში, რომელიც სანატორიუმს უფრო ჰგავს ვიდრე ციხეს.

ისიც ხშირად უნდა გაახსენო და საკუთარ ტყავზე გამოაცდევინო, თვითონ როგორც ექცეოდა პატიმრებს და  მათ ახლობლებს. პირადად ცოტნეს მაგალითზე ვიტყოდი, რაც ცოტნემ გამოიარა, იმის მეასედი უნდა ანახო ამ არაკაცს და საკუთარი ქვეყნის გამყიდველს.

P.S. ისე, მე თუ მკითხავთ, გაცილებით ადრე იყო გადასაყვანი ეს არარაობა“, – წერს გამსახურდია X-ზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები