მედიის ცნობით, კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა

კატარმა ირანის წინააღმდეგ დარტყმები განახორციელა, – ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის მე-12 არხი დასავლურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, კატარმა ირანში საპასუხო დარტყმები მას შემდეგ განახორციელა, რაც თეირანმა სპარსეთის ყურეზე იერიში მიიტანა.

დოჰა აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფს, ხოლო მისი საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა მაჯედ ალ ანსარიმ განაცხადა, რომ სპარსეთის ყურის სახელმწიფო „ირანის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიაში არ მონაწილეობდა“.

„ჩვენ ვიყენებთ ჩვენს უფლებას თავდაცვისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ირანის თავდასხმების შეკავების კუთხით“, – დასძენს ის X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

გარდა ამისა, ისრაელის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში აღნიშნა, რომ შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ დარტყმები საუდის არაბეთმაც მალე დაიწყოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები