“სისხლიანი მთვარე” – 3 მარტს მთვარის ხილვადობა განსაკუთრებულია

დღეს მთვარის სრული დაბნელება იქნება. სრული დაბნელება მთვარეს მუქ მოწითალო-ნარინჯისფერ შეფერილობას მისცემს აზიის, ავსტრალიის, წყნარი ოკეანის კუნძულებისა და ამერიკის ცის დამკვირვებლებისთვის,- ამის შესახებ “სიენენი” წერს.

NASA-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მოვლენა, რომელსაც ხშირად „სისხლიან მთვარეს“ უწოდებენ, მაშინ ხდება, როდესაც დედამიწა პირდაპირ მზესა და მთვარეს შორის მოძრაობს, რაც თანამგზავრის ზედაპირზე ჩრდილს აყენებს და მას განსხვავებულ შეფერილობას ანიჭებს.

თუმცა, ხილვადობა ამინდზეა დამოკიდებული, რადგან ღრუბლებმა შეიძლება, ხილვადობა დაფაროს.

ეს მოვ­ლე­ნა სამი ზე­დი­ზედ სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბი­დან ბო­ლოა. პირ­ვე­ლი 2025 წლის მარ­ტში და­ფიქ­სირ­და, მე­ო­რე – იმა­ვე წლის სექ­ტემ­ბერ­ში.

მთვა­რის სრუ­ლი დაბ­ნე­ლე­ბა 2028 წლის 31 დე­კემ­ბრამ­დე აღარ მოხ­დე­ბა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები