ლევან მახაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და იმ ნაბიჯებს დგამენ, რასაც მათი პატრონები ეუბნებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ გადაწყვეტილებას თავად ვერ იღებენ და იმ ნაბიჯებს დგამენ, რასაც მათი პატრონები ეუბნებიან, მთავარია საკონსტიტუციო დავის დაწყება რომელმა გვარმა დაავალა,“ – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციის მხრიდან გათვლაა, ეს დავა სტრასბურგში წავიდეს, რადგან იქ ეცდებიან, გავლენების მოპოვებას.

„იმის ნაცვლად, რომ დებატები კონკრეტულ საკითხებზე იყოს, მათი ნაბიჯები იმით განისაზღვრება, თუ რა დავალებას მისცემთ ესა თუ ის ძალა უცხოეთიდან. როგორც ჩანს, მათი მხრიდან გათვლაა, რომ კარგი იქნება, თუ ეს დავა სტრასბურგში წავა და იქ ეცდებიან, გავლენების მოპოვებას და გადაწყვეტილებაზე ზეგავლენის მოხდენას. სტრასბურგში რომ წავიდნენ, ქვეყნის შიგნით სასამართლო ინსტრუმენტები უნდა იყოს გამოყენებული. როგორც ჩანს, ეს არის გათვლა და ამას არც მალავენ. არ მალავენ, ელემენტარული პროცედურების გავლაზეც კი ინსტრუქცია და დირექტივა სჭირდებათ“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.

შეგახსენებთ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. როგორც პარტიის წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, „ქართულო ოცნების“ წინააღმდეგ სარჩელების შეტანა რამდენიმე ეტაპად მოხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები