სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და ოთო ნემსაძე „თბილისი მოლში“ ხვალ შოუპროგრამას წარადგენენ

„რაკია ჯგუფის“ ორგანიზებით სუხიშვილების ნაციონალური ბალეტი და ოთო ნემსაძე „თბილისი მოლში“ თბილისობის დღესასწაულის აღსანიშნავად 14.00 საათზე შოუპროგრამას წარადგენენ.
“ სპეციალურად ამ ღონისძიებაზე დასაწრებად „რაკია ჯგუფმა“ საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვების ჩამოყვანა უზრუნველყო, რათა მათაც მიეცეთ შესაძლებლობა, ცოცხალი შესრულებით ნახონ სუხიშვილების ლეგენდარული „ასა ფართი“. ღონისძიებას პირადად დაესწრება ქალაქის მერი დავით ნარმანია და სხვა მოწვეული სტუმრები“,- აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.
ხვალვე, „თბილისი მოლი“ შეუერთდება საქართველოს სოლიდარობის ფონდს და მასთან მემორანდუმს გააფორმებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები