ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილედ გიგა ნამიჭეიშვილი დაინიშნა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ, დეპარტამენტის ხელმძღვანელებს ახალი მოადგილე გიგა ნამიჭეიშვილი წარუდგინა.

შეხვედრაზე, სამსახურის უფროსმა თანამშრომლებს საგამოძიებო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი კობა კოპალიანი გააცნო.

ლევან ხარაბაძემ ხელმძღვანელ პირებს ნდობა გამოუცხადა, მათ პროფესიულ გამოცდილებაზე გაამახვილა ყურადღება და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

აღსანიშნავია, რომ გიგა ნამიჭეიშვილი 2025 წლიდან საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს სამართალდამცავ ორგანოებსა და საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი სტაჟი აქვთ. ისინი სხვადასხვა პერიოდში საპასუხისმგებლო პოზიციებს იკავებდნენ როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, ისე შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები