ირაკლი კირცხალია: „ნაცებმა“ თავიანთ უფროსებთან გაიარეს კონსულტაციები და მიიღეს დავალება, რომ გვიჩივიან, თუმცა, ისინი და მათი პატრონები უნდა დაელოდონ მთავარ პროცესს, რომელიც მალე გაიმართება საკონსტიტუციო სასამართლოში

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე  „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში შეტანილ სარჩელზე ისაუბრა.

კირცხალიას განცხადებით, „ნაცმოძრაობის“ წევრებმა კონსულტაცია გაიარეს თავიანთ უცხოელ პატრონებთან და მათი მითითებების შესაბამისად მიიღეს სარჩელის შეტანის გადაწყვეტილება.

„ნაციონალური მოძრაობის“ წვერები არიან უსამშობლოები, მაგრამ არიან ეთნიკურად ქართველები და უდევთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, სადაც უწერიათ საქართველო, მაგრამ ბევრ მათგანს არც ეს არ აქვს, კარგად ვიცით, რომელი მეორე პირადობის მოწმობა ან პასპორტი უდევთ ჯიბეში და საიდან იღებენ დაფინანსებას. ეს ერთი მხარეა, მათი პოლიტიკურ-მორალური. ხოლო რაც შეეხება ბატონი ბეჟაშვილის, ეს იყო წამოცდენა, სჩვევიათ ბუნებრივი წამოცდენები, რეალურად როდესაც მოეშვი, ნიღაბი მოხსნილი გაქვს, როდესაც შენს პატრონებთან ერთად გაშიფრული ხარ ქვეყანაში და აღარ გვიწევს ჩვენ მტკიცება, თვითლუსტრაციით ხარ დაკავებული, რომ შენ ხარ აგენტი და უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარი შენს ქვეყანაში, რა თქმა უნდა, ბუნებრივი წამოცდენა, ბუნებრივია, რომ მათ მიიღეს, გაიარეს, კონსულტაციები თავიანთ უფროსებთან ეს არ ვიცი რომელიმე დიპლომატიური მისიის გავლით მოხდა, პირდაპირ მისცეს დირექტივა, მეილი მიიღეს თუ ა.შ. მიიღეს დავალება, რომ გიჩივით საკონსტიტუციო სასამართლოში. კი ბატონო, შეიტანონ სარჩელი, დაველოდოთ პროცესს, მაგრამ ყველაზე მთავარი – ისინიც და მათი პატრონებიც მთავარ პროცესს, რომელიც გაიმართება ძალიან მალე საკონსტიტუციო სასამართლოში იმ დასკვნის საფუძველზე, რომელსაც დღეს თურმე ღიმილის მომგვრელად ასაჩივრებენ საკონსტიტუციო სასამართლოში. უბრალოდ ამორალურობაა, როდესაც საზოგადოებამ კიდევ ერთხელ ვიხილეთ, ყველამ ერთად, ის პროცესი, რომელიც წარიმართა საკანონმდებლო ორგანოში, კომისიას ვუსმინეთ თვეების განმავლობაში, შემდეგ ის დასკვნა წავიკითხეთ და ამის შემდეგ ამ დასკვნაში, რომ შენ „ნაციონალური მოძრაობა“ კიდევ რაიმე სარჩელი შეგაქვს, უბრალოდ კიდევ ერთხელ შეურაცხყოფის მიყენებაა იმ საზოგადოებისთვის, რომელშიც არ მგონია რომ მათი იდეური მომხრეა დარჩენილი, რაღაც გათითოკაცებული პარტაქტივი. სწორედ ის უნებლიე წამოცდენა რაც ჰქონდათ თავიანთი პატრონებისთვის მიყვებიან ალბათ იმ გაიდლაინს, რომელიც ჩამოსული აქვთ რომელიმე შუალედურ სცენარში“, – აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები