თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმეზე პროცესი მიმდინარეობს.

დღევანდელ სხდომაზე ლისის ტბის ასახვევთან ნიკა მელიას ადმინისტრაციული წესით დაკავების საქმე განიხილება. პროცესს ნიკა მელიაც ესწრება.

შეგახსენებთ, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა მელია მიმდინარე წლის მაისში დააკავეს. კოალიციის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ნიკა მელია ლისის ტბის ასახვევთან მაშინ დააკავეს, როდესაც ერთ-ერთ გადაცემაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა.

შსს-ს ინფორმაციით, კი „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით დააკავეს. კერძოდ, უწყების ცნობით, ნიკა მელია დააკავეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის საფუძველზე, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას ან სხვაგვარი შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები