რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს

ონის მუნიციპალიტეტში, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს, – ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ ამირანაშვილი და რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე. საუბარი შეეხო დემარკაციის მნიშვნელობას დაცული ტერიტორიების სწორად დაგეგმვასა და მდგრად განვითარებაში.

შეხვედრის მონაწილეებმა რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოების შესახებ ინფორმაცია გაცვალეს და პროცესში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობის საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.

მიმდინარე ეტაპზე, რაჭის ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები საკაოს თემის სოფლების მიმდებარედ ხორციელდება; დემარკაციის დროს მოხდება დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტება, საზღვრებიდან გაიმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები და სხვა დაცული ტერიტორიისთვის არატიპური ინფრასტრუქტურული ობიექტები.

აღსანიშნავია, რომ სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.

მსგავსი შეხვედრები ეტაპობრივად გაიმართება ონის მუნიციპალიტეტში, დაცული ტერიტორიების მოსაზღვრე თემების წარმომადგენლებთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები