ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, 1 832 ბენეფიციარს დახმარება გაეწია
ბორჯომის მუნიციპალიტეტში მოქმედი სოციალური პროგრამების ფარგლებში, ოქტომბრის თვეში, 1 832 ბენეფიციარს 492 752 ლარის დახმარება გაეწია. ინფორმაციას ბორჯომის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, დახმარება გაეწია მათ შორის:
190 მოქალაქეს სტაციონარული მომსახურებისათვის 174 903 ლარი გამოეყო;
80 ბენეფიციარი მედიკამენტების შესაძენად 15 955 ლარით დაფინანსდა;
ონკოლოგიური დაავადებების მქონე 41 პაციენტი 29 182 ლარით დაფინანსდა;
115 მრავალშვილიანი ოჯახი 27 900 ლარით დაფინანსდა;
318 ოჯახი კომუნალური გადასახადებისათვის 11 900 ლარით დაფინანსდა;
“ასევე, სოციალური პროგრამების მიხედვით, დახმარება მიიღეს შშმ პირებმა, დედ-მამით ობლებმა და სხვა.
აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა,”- წერია ინფორმაციაში.