ზოჰრან მამდანი ნიუ-იორკის ახალი მერი გახდა

დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ზოჰრან მამდანიმ ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში გაიმარჯვა.

ოფიციალური მონაცემებით, მამდანიმ ხმების უმრავლესობა მოაგროვა და ქალაქის ისტორიაში პირველი მუსლიმი მერი გახდა.

34 წლის მამდანი, რომელიც საკუთარ თავს დემოკრატ სოციალისტად აღწერს, კამპანიისას ძირითადად საცხოვრებლის ხელმისაწვდომობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესებაზე აკეთებდა აქცენტს.

მისმა მთავარმა მეტოქემ, ყოფილმა გუბერნატორმა ენდრიუ კუომომ, მარცხი აღიარა და მამდანის გამარჯვება მიულოცა.

მამდანის თქმით, ის მერობის პერიოდში “სამართლიან და თანასწორ ქალაქზე” იმუშავებს.

ცნობისთვის, არჩევნების წინა დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ნიუ-იორკის მერობის არჩევნებში ენდრიუ კუომოს დაუჭირა მხარი და ქალაქისთვის დაფინანსების შემცირებით დაიმუქრა, თუ არჩევნებში ზოჰრან მამდანი გაიმარჯვებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები