შვედეთი უცხოური წყალქვეშა გემის საძიებო სამუშაოებს წყვეტს

შვედი სამხედროების განცხადებით, უცხოური წყალქვეშა გემის საძიებო სამუშაოები მათ ტერიტორიულ წყლებში სრულდება.
„ეს იმას ნიშნავს, რომ საძიებო ოპერაციაში მონაწილე გემების და სათადარიგო ქვედანაყოფების უმეტესობა პორტში დაბრუნდა“, – ნათქვამია შვედეთის შეიარაღებული ძალების განცხადებაში. ამასთან, აღნიშნულია, რომ სახმელეთო ძალების ზოგიერთი ქვედანაყოფი საძიებო ოპერაციას განაგრძობს.
შეგახსენებთ, რომ შვედი სამხედროების თქმით, მათ სტოკჰოლმის მახლობლად წყალქვეშა გემი არაერთხელ შენიშნეს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ გემი შესაძლოა, რუსული იყოს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები