სტიქია ინდონეზიაში: ძლიერი წვიმების შედეგად 15 ადამიანი დაიღუპა
ინდონეზიის აღმოსავლეთით, პაპუას პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ, სულ მცირე, 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სტიქიამ ათეულობით სახლი და ინფრასტრუქტურის ობიექტი გაანადგურა, ხოლო, ასობით ადამიანი იძულებული გახდა, საცხოვრებელი ადგილები დაეტოვებინა.
სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები კვლავ გრძელდება, რადგან რამდენიმე ადამიანი დაკარგულად მიიჩნევა.
ძლიერმა ნალექებმა და მეწყერმა ხელი შეუშალა გადაუდებელი დახმარების ჯგუფების გადაადგილებას დაზარალებულ რეგიონებში.
ამასთან, ინდონეზიის კატასტროფების შემცირების სააგენტომ მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდა, რადგან რამდენიმე რეგიონში მდინარეების ადიდება კვლავ მოსალოდნელია.