„მერაბიშვილის სასამართლო პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართა“
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“
ხელმძღვანელის ეკა გიგაურის შეფასებით, .ე.წ დასაქმების საქმეზე ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი გამჭვირვალედ და კანონის სრული დაცვით მიმდინარეობდა. რაც შეეხება მერაბიშვილის განცხადებას საპატიმროდან მისი გაყვანის შესახებ, ეკა გიგაურის თქმით, ამაზე ეფექტური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო და ძალიან ცუდია, რომ ეს ასე არ მოხდა. „პროცესთან დაკავშირებით ჩვენ არავითარი პრეტენზია არ გაგვაჩნია და ვფიქრობთ, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ, კანონის სრული დაცვით იყო. რაც შეეხება მოსამართლეზე ზეწოლას, თუკი ეს, მართლაც, მოხდა, დავიცადოთ და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ამაზე განცხადებას გააკეთებს“,- აღნიშნა გიგაურმა.
შეგახსენებთ, რომ ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ე.წ. დასაქმების საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვანო მერაბიშვილს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა, ზურაბ ჭიაბერაშვილს კი 50 – ათასლარიანი გირაო შეუფარდა.