ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ნეთანიაჰუს სასამართლო პროცესში დაეხმარება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი მზადაა, ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მიმდინარე სასამართლო პროცესში ჩაერიოს და დაეხმაროს.

„მე არ ვფიქრობ, რომ მას სამართლიანად ექცევიან. ჩვენ ჩავალთ და დავეხმარებით,“ — აღნიშნა ტრამპმა.

მისივე თქმით, ნეთანიაჰუ „ძალიან ნიჭიერი ლიდერია“ და ისრაელი სწორედ მისნაირ ხელმძღვანელს საჭიროებს.

პრემიერის მმართველი პარტიის წევრებმა ტრამპის განცხადებას „სამართლიანობის დაცვისკენ გადადგმული ნაბიჯი“ უწოდეს.

შეგახსენებთ, ნეთანიაჰუ ბრალდებულია ქრთამის აღებასა და კორუფციულ სქემებში მონაწილეობაში. სასამართლო პროცესი, რომელიც 2020 წელს დაიწყო, ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ ითვლება ისრაელის თანამედროვე ისტორიაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები