ინგლისში, მატარებელში თავდასხმის საქმეზე ერთი პირი დააკავეს — პოლიცია ტერორიზმის ვერსიას არ ადასტურებს

ინგლისში, დონკასტერიდან ლონდონში მიმავალ მატარებელში მომხდარი თავდასხმის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა. დაშავებულთა უმეტეს ნაწილს სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები აქვს.

თვითმხილველთა თქმით, თავდასხმას ვაგონში პანიკა მოჰყვა.

პოლიციის ცნობით, შეტყობინება თავდასხმის შესახებ ადგილობრივი დროით 19:42-ზე მიიღეს, რის შემდეგაც, მატარებელი დაუყოვნებლივ გაჩერდა Huntingdon-ის სადგურზე.

ბრიტანეთის სატრანსპორტო პოლიციამ განაცხადა, რომ LNER-ის თანამშრომელი, რომელმაც თავდასხმის შეჩერება სცადა და ბევრი ადამიანის სიცოცხლე იხსნა, მძიმე მდგომარეობაშია.

კემბრიჯშირის პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი 32 წლის მამაკაცია, რომელიც ადგილზე დააკავეს.

სამართალდამცველების განცხადებით, მომხდარს ამ ეტაპზე დადასტურებული კავშირი ტერორიზმთან არ აქვს.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა თავდასხმას „ღრმად შემაშფოთებელი“ უწოდა და მოსახლეობას ადგილობრივი ხელისუფლების რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები