“კუშნერი, ტრამპის სიძე არის Eagle Hills-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროპული პროექტების განხორიციელების ნაწილში; ამას არავინ ახსენებს იმიტომ, რომ არ არის „მომგებიანი” – გიორგი აბაშიშვილი
“ოპოზიციას, რომელიც ხშირად აპელირებს დასავლურ ღირებულებებზე, გამორჩა ერთი მნიშვნელოვანი დეტალი – ეს არის ბატონი კუშნერი, ბატონი ტრამპის სიძე, რომელიც არის Eagle Hills-ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ევროპული პროექტების განხორიციელების ნაწილში”, – ამის შესახებ „ბიზნეს ინსაიდერსაქართველოს” დამფუძნებელმა, გიორგი აბაშიშვილმა საქართველოში „ემაარის” 6,5-მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით ოპოზიციის კრიტიკაზე საუბრისას განაცხადა.
როგორც აბაშიშვილმა განმარტა, პრეზიდენტ ტრამპის სიძის კომპანია ძალიან არის დაკავშირებული Eagle Hills-თან მთელ რიგ საკითხებში.
“თეორიულად, ვისაც შეიძლება ინტერესი გაუჩნდეს მისი პარტნიორის საქართველოში წარმატებისა, არის ბატონი კუშნერი. ამას არავინ ახსენებს იმიტომ, რომ არ არის „მომგებიანი“, რომ კუშნერს ინტერესი ჰქონდეს Eagle Hills-თან“, – აღნიშნა აბაშიშვილმა.