მალიში ებოლას პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

მალიში ებოლათი დაავადების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა. სასიკვდილო ვირუსი გვინეიდან დაბრუნებულ 2 წლის გოგონას აღმოაჩნდა. შეგახსენებთ, რომ მალი ესაზღვრება გვინეას, რომელიც ლიბერიასთან და სიერა-ლეონესთან ერთად ებოლასგან ყველაზე დაზარალებული ქვეყანაა.
მალის ჯანდაცვის მინისტრის უსმან კონეს განცხადებით, დაავადებული გოგონა ქვეყნის დასავლეთით, ქალაქ კაეს საავადმყოფოში იმყოფება. გოგონა და მისი ნათესავები კარანტინში იმყოფებიან. ექიმების თქმით, დაავადებული გოგონას დედა რამდენიმე კვირის წინ გვინეაში გარდაიცვალა. მალიში კი გოგონა ნათესავებმა ჩამოიყვანეს.
მალი მეექვსე აფრიკული ქვეყანაა, რომელშიც ებოლას ვირუსია დაფიქსირებული. გვინეის სიერა-ლეონეს და ლიბერიის გარდა დაინფიცირების შემთხვევები ნიგერიაში და სენეგალში დაფიქსირდა. შემდგომში კი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ განაცხადა, რომ ნიგერიაში და სენეგალში ვირუსი დაამარცხეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები