სირია: აშშ-ს და მათი მოკავშირეების ავიადარტყმების შედეგად 553 ადამიანი დაიღუპა
„ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე აშშ-ს და მათი მოკავშირეების ავიადარტყმების შედეგად სირიაში 553 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ლონდონში ადამიანის უფლებების მონიტორინგის სირიული ცენტრის აქტივისტებმა განაცხადეს. ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, მოკლულთა შორის 464 „ისლამური სახელმწიფოს“ „ბოევიკი“ იყო, 57 – სხვა დაჯგუფეფების წევრი, 32 კი – მშვიდობიანი მოქალაქე. აშშ-ს ავიადარტყმები სირიის ტერიტორიაზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის სანქციის გარეშე ხორციელდება, – წერს „ბი-ბი-სი“.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში აშშ-მ ქალაქ კობანისთან „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებს ახალი ავიადარტყმები მიაყენა.