რუსეთის თავდაცვის სამინისტრო შვედეთს დაძაბულობის ესკალაციაში ადანაშაულებს

შვედეთის ხელისუფლებამ უცხოური წყალქვეშა გემის საძიებო ოპერაციის ფარგლებში ძალის გამოყენების შესახებ განაცხადა. შეგახსენებთ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ სტოკჰოლმის არქიპელაგის ტერიტორიაზე შესაძლოა, რუსული წყალქვეშა გემი იმყოფებოდეს. შვედეთის მხრიდან ძალის გამოყენების მზადყოფნის საპასუხოდ რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შვედური მხარე რეგიონში დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა.
„შვედეთის თავდაცვის უწყების მსგავსი, საფუძველს მოკლებული ქმედებები და რიტორიკა, რომელსაც „ცივი ომის“ დროს იყენებენ ხოლმე, დღეს რეგიონში მხოლოდ დაძაბულობის ესკალაციისკენ მივყავართ“, – განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აზრით, შვედურ მხარეს „ბალტიის ზღვის აკვატორიაში ეკონომიკური საქმიანობის შესუსტება სურს“.
შეგახსენებთ, რომ შვედი სამხედროების თქმით, მათ სტოკჰოლმის მახლობლად წყალქვეშა გემი არაერთხელ შენიშნეს. გარდა ამისა, პრესაში ინფორმაცია გაჩნდა, რომ შვედებმა რუსულ ენაზე სიგნალი დაიჭირეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები