რუსეთი მთვარეზე საუკეთესო ადგილების მითვისებას გეგმავს

 

     რუსული მედიის მიერ დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემდეგ ათწლეულში მთვრის გადანაწილებისთვის ბრძოლა დაიწყება, ამიტომაც რუსული მხარე დედამიწის თანამგზავრის საუკეთესო ადგილების წინასწარ დაბევებას აპირებს. როგორც რუსული პრესა წერს, მთვარის ათვისების გეგმა უკვე რამდენიმე ორგანიზაციამ წარადგინა. მათ შორის არიან რუსული სარაკეტო-კოსმოსური კორპორაცია „ენერგია, კოსმოსური კვლევის ინსტიტუტი და ლავოჩკინის სახელობის სამეცნიერო გაერთიანება. კოსმონავტიკის რუსი ექსპერტების აზრით ამ მხრივ საუკეთესო მთვარის სამხრეთ პოლუსია და შესაბამისად ისინი სწორედ სამხრეთ პოლუსის დაკავებას შეეცდებიან.

წყარო: vesti.ru

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები