ნინო დათაშვილს პატიმრობა 5000-ლარიანი გირაოთი შეეცვალა

ბრალდებულ ნინო დათაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა სასამართლომ მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვალა და აღკვეთის ღონისძიების სახით 5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

აღკვეთის ღონისძიების სახის შეცვლის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რომელსაც ადვოკატები და ბრალდებული ნინო დათაშვილიც დაეთანხმნენ.

ცნობისთვის, ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში 9 ივნისს მომხდარი ფაქტის გამო 20 ივნისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა, რაც საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმას მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გულისხმობს.აღნიშნული სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები