“სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეოპირობები, რომლებიც შესაძლოა, გაძლიერდეს უახლოეს საათებში” – მეტეოროლოგი მოსახლეობას ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

“სანაპირო კურორტებზე ამჟამად არის რთული მეტეოპირობები, რომლებიც შესაძლოა, გაძლიერდეს უახლოეს საათებში”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს.

“გთხოვთ, მოერიდოთ ღია სივრცეებს, სანაპირო ზოლს და დაიცვათ უსაფრთხოების რეკომენდაციები.

ამჟამად, ბათუმში ძლიერი ქარიშხალი და ინტენსიური წვიმაა – დარჩით უსაფრთხოდ, დარჩით სითბოში.

აქვე გეტყვით – უამინდობა და ძლიერი ქარი საღამოს საათებში აღმოსავლეთ საქართველოში გადაინაცვლებს.

გთხოვთ, წინასწარ მიიღოთ ზომები და მოემზადოთ”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები