„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ 2025 წლის 9 თვის ანგარიში

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციამ“ მიმდინარე წლის 2025 წლის 9 თვის განმავლობაში 2,750 ტონა ნარჩენი საბურავი შეაგროვა.

ასოციაციის ინფორმაციით, ნარჩენი საბურავების შეგროვება ხორციელდება წევრი კომპანიებისგან, ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ვულკანიზაციებიდან) და გარემოდან, ხოლო გადამუშავების მიზნით, ისინი ადგილობრივ საწარმოებს გადაეცემა.

,,ანალოგიურ პერიოდში, ასოციაციამ 630 ტონა ნარჩენი საავტომობილო ზეთი შეაგროვა. ნარჩენი ზეთის შეგროვება 100%-ით განხორციელდა და სრულად გადამუშავდა.

„ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაციის“ ინფორმაციით, ნარჩენი საავტომობილო ზეთის შეგროვება ხორციელდება პარტნიორი იმპორტიორი კომპანიებისგან და ნარჩენების წარმომქმნელებისგან (ავტოსახელოსნოები, ზეთის შეცვლის ობიექტები, საავტომობილო პარკები).

აგრეთვე, ასოციაციამ 2025 წლის 9 თვეში 330 ტონა ნარჩენი აკუმულატორი შეაგროვა. შეგროვებული ნარჩენი აკუმულატორები, გადამუშავების მიზნით, გადაეცემა პარტნიორ კომპანიებს, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით ახორციელებენ მათ გადამუშავებას.

2025 წელს ასოციაცია გეგმავს ნარჩენი საბურავების გადამამუშავებელი (რეციკლირების) საწარმოს შექმნას, რომლის საწყისი სიმძლავრე წელიწადში 5,000 ტონა იქნება, შემდგომ წლებში კი ეს მაჩვენებელი გაიზრდება.

ა(ა)იპ „ნარჩენების მართვის ბიზნეს ასოციაცია“ წარმოადგენს მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ორგანიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვებას და გადამუშავებას.

ასოციაციამ უშუალო ნარჩენების შეგროვება დაიწყო 2023 წლიდან. მიმდინარე პერიოდის მონაცემები გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა.

ნარჩენი საბურავების, ზეთებისა და აკუმულატორების შეგროვება აქტიურად მიმდინარეობს თბილისსა და რეგიონებში”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები