“29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება” – მეტეოროლოგი

“ხვალ, 29 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია ამინდის პირობების მკვეთრი გაუარესება – დასავლეთში ყველგან და აღმოსავლეთში ზოგან იწვიმებს, პერიოდულად იქნება ძლიერი ნალექი, გაძლიერდება დასავლეთის ქარი”, – ამის შესახებ მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის რეკომენდაციებს აქვეყნებს.

“რეკომენდაცია:

გადახედეთ გეგმებს, მოემზადეთ წვიმისთვის, და ყურადღება მიაქციეთ ქარის გაძლიერებას.

30 ოქტომბერს – შუადღიდან გამოიდარებს და გარძელდება
მშვიდი, თბილი დღეები.

და აქვე ჩემი სურვილები თქვენთვის ამინდის აქცენტით

თუ წვიმს – დაე, წვიმამ წაიღოს ის, რაც აღარ გვჭირდება და დატოვოს მხოლოდ ის, რაც გვანათებს…

თუ ქარია — დაე, ეს იყოს მოძრაობის სიმბოლო, წაიღოს ძველი ტკივილები და მოიტანოს ახალი სუნთქვა.

მზის გამონათება – ეს იყოს შვება, შეხსენება რომ ყოველი ღრუბლის მიღმა სინათლეა, და ყოველი დღე ახალი შესაძლებლობა.

თუ ცივა- სითბო ადამიანებში ვიპოვოთ, ერთმანეთის სიტყვებმა გაგვათბოს, როცა ამინდი ამას ვერ ახერხებს.

და თუ ცისარტყელა გამოჩნდება – ეს იყოს ნიშანი, ნიშანი იმისა, რომ ყველაფერი გადის, რომ სილამაზე ხშირად სწორედ წვიმის შემდეგ ჩნდება”, – წერს მეტეოროლოგი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები