სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირები და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ფოთის ბაზას და საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრს (JMOC) თავდაცვის უწყების სამხედრო და სამოქალაქო პირები და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის წარმომადგენლები ესტუმრნენ.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის ყოველწლიური “თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა, რომლის მიზანს უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფორმატების გაცნობა და თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვედანაყოფების მშვიდობიანობისა და კრიზისების დროს ურთიერთქმედება წარმოადგენდა.
“სტუმრებს, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, იური ფირცხალაიშვილმა უმასპინძლა, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის საქმიანობისა და შავი ზღვის უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა და სანაპირო დაცვის მუშაობის სპეციფიკა გააცნო. საზღვაო ოპერაციების ერთობლივ მართვის ცენტრ (JMOC) -ში კი სტუმრები ცენტრის სტრუქტურასა და ამოცანებს გაეცნენ, ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მცურავი საშუალებები დაათვალიერეს”, – წერია ინფორმაციაში.