შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელი
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ 27 ოქტომბრიდან, ყველა დაინტერესებულ პირს, შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს, უწყების ვებგვერდზე განთავსებული – ფიზიკური პირის ქონების გადასახადის ახალი გამომთვლელით, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1607
ახლად შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფის დახმარებით ფიზიკურ პირს შეუძლია დაიანგარიშოს ქონების (მათ შორის მიწის) გადასახადის ოდენობა. ამასთან, გამომთვლელის გამოყენებით, მას შესაძლებლობა აქვს დაადგინოს გასულ წელს ოჯახის მიერ მიღებული შემოსავალი აჭარბებს თუ არა 40 000 ლარს.
აქვე შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის, 1 ნოემბერს იწურება საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული, ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიური დეკლარაციის წარდგენის ვადა.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად გთხოვთ, იხილოთ ბმულები:
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=1589
ვიდეო ინსტრუქცია:
https://youtu.be/9iMXptuh5ro?si=uXoa1_Ne3VNamPok
სასურველი ინფორმაციის მისაღებად ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ციფრული სერვისებით – “RS ჩათი” და “RS ბოტი” ან დაუკავშირდეთ საკონსულტაციო სატელეფონო ცენტრს 2 299 299.