30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით გომი-კორბოულის მონაკვეთზე სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება, – ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

„საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ25-კმ41 მონაკვეთზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2025 წლის 30 ოქტომბრიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, აღნიშნული საავტომობილო გზის კმ1-კმ41 (გომი-კორბოული) მონაკვეთზე დროებით იზღუდება სატვირთო ავტოტრანსპორტის გადაადგილება, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები