საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში ინოვაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა

27 ოქტომბერს საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტში (GIU) ინოვაციური ონლაინ სასწავლო პლატფორმის პრეზენტაცია გაიმართა.

უნივერსიტეტის ინფორმაციით, აღნიშნული სასწავლო პლატფორმა უნივერსიტეტმა რამდენიმე ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ევროკავშირის ,,ERASMUS+”-ის ინსტიტუციური განვითარების საგრანტო კონკურსში (პროექტის სახელწოდებაა STEM4HUMANITIES) გამარჯვების შედეგად შექმნა.

,,პლატფორმის მიზანია თანამედროვე მოდელის სწავლების ხელშეწყობა და STEM მიმართულების (SCIENCE, TECHNOLOGY, ENGINEERING, MATHEMATICS) ცოდნის ფართო ხელმისაწვდომობა ჰუმანიტარული და სოციალური დარგების წარმომადგენლებისთვის.
აღნიშნული პორტალის მეშვეობით დაინტერესებული პირები შეძლებენ მოკლე დროში აიმაღლონ ციფრული კომპეტენციები, დაეუფლონ ხელოვნური ინტელექტის, ციფრული ტრანსფორმაციის და სხვა თანამედროვე ინსტრუმენტების გამოყენებას, რაც მათ სამუშაოს ეფექტიანად და შემოქმედებითად შესრულებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ დაინტერესებული პირებისათვის პლატფორმით სარგებლობა სრულიად უფასო იქნება.
პროექტის მონაწილეები არიან: საქართველოს საერთაშორისო უნივერსიტეტი ჯიუ (საქართველო), მაცერატას უნივერსიტეტი (იტალია), ლილის უნივერსიტეტი (საფრანგეთი), ლვოვის ივან ფრანკოს სახელობის ეროვნული უნივერსიტეტი (უკრაინა), მეტროპოლიტენის კოლეჯი (საბერძნეთი), კვლევითი ორგანიზაცია „𝐈𝐧𝐧𝐨𝐯𝐚𝐭𝐢𝐨𝐧 𝐇𝐢𝐯𝐞” (საბერძნეთი), მიკოლო რომერიოს სახელობის უნივერსიტეტი (ლიეტუვა), ვროცლავის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი (პოლონეთი).
პრეზენტაციის მონაწილეებმა იმსჯელეს ახალშექმნილი ონლაინ სასწავლო პლატფორმის შესაძლებლობებზე და იმაზე, თუ როგორ შეუწყობს ხელს აღნიშნული პორტალი ქართველი ახალგაზრდების ინტეგრაციას ევროპულ ციფრულ საგანმანათლებლო სივრცეში.
დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. მიუხედავად ამისა, აქ არსებული ხედვები და აზრები მხოლოდ ავტორ(ებ)ის მიერ არის გამოთქმული და შესაძლოა, არ დაემთხვეს ევროკავშირის ან “Erasmus+“-ის ეროვნული სააგენტო “INDIRE”-ს ხედვებსა და აზრებს. არც ევროკავშირი და არც გრანტის გამცემი მხარე არ აგებენ პასუხს აღნიშნულ ხედვებსა და აზრებზე. 2023-1-IT02-KA220-HED-000164647″,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები