“4 ოქტომბრის არჩევნების შედეგებზე დიდწილად იყო დამოკიდებული, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ და გადაწყვეტილებებს რაზე დააფუძნებდნენ ევროკავშირის ბიუროკრატიაში, თუმცა, ნაკლებია მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვლება 4 ოქტომბრის შემდგომ”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ, მკაფიოდ თქვა თავისი სათქმელი და არანაირი ორჭოფული მოსაზრება არ დატოვა”
“ვფიქრობ, ეს საუკეთესო მაგალითია ევრობიუროკრატებისთვის, რომ ხელწამოკვრით არ მიუდგნენ ქართველი ხალხის არჩევანს.
ალბათ ნაკლებია მოლოდინი, რომ რაღაც რადიკალურად შეიცვლება 4 ოქტომბრის შემდგომ. ვიცით, რომ უკრაინაში მიმდინარე ომთან არის დიდწილად დაკავშირებული და მათ შორის იმ პოლიტიკური ძალების გადანაწილებასთან, რომელიც გლობალურად, ერთ მხარეს იბრძვიან, რომ ომი არ დასრულდეს და ამაში რაც შეიძლება ბევრი ქვეყანა იყოს ჩართული. ყველა ქვეყანა და მისი წარმომადგენელი თავიანთ ქვეყანას იცავენ რუსული აგრესიისგან იმით, რომ საქართველო უნდათ, ამ ყველაფერში ჩართონ“, – თქვა წილოსანმა.