ერდოღანი: თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჭინაურდა

 

     თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გაჭინაურდა. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, – წერს უცხოური პრესა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების მოლოდინი და მოლაპარაკებები ამ თემაზე თითქმის 50 წლის მანძილზე გრძელდება. „ჩემი აზრით, თურქეთის მიღება ევროკავშირისთვის სტრატეგიულ გადაწყვეტილებად უნდა იქცეს. თურქეთი ევროკავშირში არა საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებისთვის მიისწრაფვის, არამედ იმისთვის, რომ შეუერთდეს გლობალურ ფასეულობებს, რომლებსაც ევროკავშირი წარმოადგენს“, – აღნიშნა ერდოღანმა.
„ამ წლების მანძილზე ბევრი ქვეყნის მხრიდან ვგრძნობდით მხარდაჭერას, მათ შორის ლატვიისგან. მაგრამ ევროკავშირის სტრუქტურა ისეთია, რომ, მოლაპარაკებების დაწყება არ შეიძლება თუ ერთი ქვეყანა მაინც წინააღმდეგია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ლატვიის თავმჯდომარეობის პერიოდში ევროკავშირის საბჭოში პროგრესი იქნება მიღწეული“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები