“მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნულთან დაკავშირებით დედაქალაქის მერმა მედიასთან ევროპის ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსის (ALDE) მიერ საქართველოს შესახებ მიღებული რეზოლუციის თემაზე კომენტირებისას ისაუბრა.
კახა კალაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს და აკეთებს ანალიზს, თუ რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ.
„გრძელდება სიცრუის კამპანია. ამ ტიპის რეზოლუციების მიღება პირველი შემთხვევა არ არის და საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, როგორ ხდება მათი მიღება. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქართველმა ხალხმა უთხრა „არა“ იმ გაქსუებულ ევროპულ ბიუროკრატიას, რომელიც ებრძვის ქართულ სახელმწიფოებრიობას, მშვიდობას, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და ანალიზს აკეთებს, თუ რა ხდება, რა პროცესები მიდის არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ მსოფლიოში, რეგიონში. შესაბამისად, მსგავსი რეზოლუციები და ტყუილით გაჯერებული განცხადებები ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს“, – აღნიშნა თბილისის მერმა.