“ფორმატები არ არის დაცული. ევრონესტი საპარლამენტო დელეგაციების შეხვედრაა და რა შუაშია არასაპარლამენტო პარტიის თავმჯდომარის მიწვევა და თან ნეიტრალურის სტატუსით?”, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნულით ის გამოეხმაურა სააკითხს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ თავი შეიკავა ერევანში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან.
სესიაში ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელები არიან მიწვეულნი.
„ეს აჩვენებს, რომ მათი მიზანია არა დიალოგი საქართველოს პარლამენტთან, არამედ პროპაგანდირება იმ ცრუ ნარატივების, რაც „ნაციონალური მოძრაობის“ საშუალებით ევროპარლამენტსა და მის სხვადასხვა სტრუქტურაში ვრცელდება.
კეთილი ინებონ და საქართველოსთან ურთიერთობაში ის ელემენტარული წესი, წესდება დაიცვან, რაც, მათ შორის, მათ მუშაობას არეგულირებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.