შარმანაშვილი – ერევანში, მე-12 პლენარულ სესიაში პარლამენტის დელეგაციის არმონაწილეობაზე: “ნაცმოძრაობის” ხელმძღვანელები მიიწვიეს, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია; ესაა თვალში ნაცრის შეყრა ევროპარლამენტარების მხრიდან

“ნაციონალური მოძრაობის” ხელმძღვანელები, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია, ისე არიან მიწვეულნი, მათ შორის, ამ პარტიის თავმჯდომარე”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი აცხადებს, რითაც ეხმაურება საკითხს, რომ საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ერევანში, მე-12 პლენარულ სესიაში მონაწილეობისგან თავი შეიკავა.

“თვალში ნაცრის შეყრა არის ევროპარლამენტარების მხრიდან, რომლებიც ყოველთვის ცდილობენ, რომ თითქოს ნეიტრალურ ადამიანებად წარმოაჩინონ პოლიტიკურად ანგაჟირებული და თავად რადიკალური ორგანიზაციის ხელმძღვანელები და ეს წარუდგინონ ქართველ საზოგადოებას, საერთაშორისო ასპარეზზე, თითქოს ისინი არიან ქართველი ხალხის ხმა.

მთლიანად ამ ყალბ ნარატივებზე არის აგებული ასეთი ტიპის მიწვევები. ამიტომაც ითქვა უარი ჩვენი გუნდის მხრიდან ამ ფორუმში მონაწილეობაზე. სხვა დროს ვმონაწილეობდით ხოლმე, წლების განმავლობაში”, – განმარტავს შარმანაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები