АТО-ს მებრძოლების 40% ფსიქიატრის დახმარებას საჭიროებს

 

   უკრაინელი სამხედროების 80 %-მა, რომლებიც ანტიტერორისტულ ოპერაციაში მონაწილეობდნენ, საბრძოლო მოქმედებების ინტენსივობის შედეგად ფსიქოლოგიური ტრავმები მიიღეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების ჰუმანიტარული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა ნაზიმ აგაევმა განაცხადა.
„საბრძოლო მოქმედებების გამოცდილების ანალიზი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, იმაზე მეტყველებს, რომ სხვა ომებთან შედარებით უკრაინის შეიარაღებული ძალების პირად შემადგენლობაში საგრძნობლად იზრდება და გაიზარდა ფსიქოგენური დანაკარგი“, – განაცხადა აგაევმა.
აგაევის თქმით, სამხედროების 80 %-ს ფსიქოლოგიური დახმარება ესაჭიროება. დაახლოებით 30-40 %-ს კი ფსიქიატრები სჭირდება.
სპეციალისტის თქმით, საბრძოლო მოქმედებების ზონაში მუდმივი ყოფნისას სამხედროს დაახლოებით 45 დღე-ღამის შემდეგ შეიძლება ფსიქიკური პრობლემები დაეწყოს. ანტიტერორისტული ოპერაციის ზონაში კი მებრძოლები უკვე 4-5 თვის განმავლობაში იმყოფებიან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები