რიგით 28-ე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება
რიგით 28-ე მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ თბილისში ახალი და განსაკუთრებული პროგრამით ბრუნდება. ინფორმაციას თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეს წელი გამორჩეულია იმითაც, რომ მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი „საჩუქარი“ 2025 წელს თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრს ოფიციალურად გადაეცა.
“რელიზის ბოლოს მოცემულია ფესტივალის 2025 წლის პროგრამა.
სამი ათეული წლის განმავლობაში, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი – GIFT/საჩუქარი კულტურული დიპლომატიის, მხატვრული სრულყოფილების და გლობალური შემოქმედებითი ურთიერთგაცვლის სიმბოლო გახდა. ფესტივალი 1997 წელს დაარსდა, ლეგენდარული ქართველი რეჟისორის, მიხეილ თუმანიშვილის პატივსაცემად და მას შემდეგ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო სახელოვნებო პლატფორმად იქცა. წლების განმავლობაში, ფესტივალმა შექმნა ინტელექტუალურად და ესთეტიკურად მრავალფეროვანი პროგრამა, რომელიც აერთიანებს თანამედროვე ევროპულ თეატრს, ავანგარდულ წარმოდგენებს, კლასიკურ ტრადიციებს და ექსპერიმენტულ ნამუშევრებს.
2025 წლის ფესტივალი გამოირჩევა რამდენიმე მნიშვნელოვანი მახასიათებლით, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ფესტივალის წლევანდელ გამოცემას, გახლავთ იაპონური ლეგენდარული ბუტოს თეატრალური კომპანიის – Sankai Juku-ს შთამბეჭდავი ნამუშევარი „Meguri“, რომელიც გახსნის 2025 წლის საფესტივალო სეზონს 25 ოქტომბერს. პროექტი იაპონიის მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება.
ფესტივალი 2025 წელს განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს თანამედროვე იტალიურ თეატრსა და წარმოდგენით ხელოვნებას. სპეციალური პროგრამა მიეძღვნება ემილია-რომანიის რეგიონს, რომელიც კულტურული სიახლეებისა და ინოვაციური თეატრალური ტენდენციების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცენტრია. შესაბამისად, იტალიის საელჩოს, ფესტივალის „საჩუქარი“ ინიციატივითა და ხელშეწყობით, ემილია-რომანიის რეგიონის კულტურის ფონდის „ATER“ მხარდაჭერით, 2025 წლის სეზონზე
ჩვენ ვმასპინძლობთ „FOCUS ITALIA“-ს, რომელიც მიზნად ისახავს ემილია-რომანიის რეგიონის თანამედროვე კულტურის, განსაკუთრებით კი თეატრის, წარმოჩენას.
ფესტივალის პერიოდში, „იტალიური ფოკუსის“ ფარგლებში თუმანიშვილის თეატრში 2 კვირიანი სახელოსნო იტალიელ ხელოვანებსა და თუმანიშვილის თეატრის დასს შორის, რომლის თეატრალიზებული პრეზენტაციაც შედგება 25, 26 ოქტომბერს, თუმანიშვილის თეატრის სცენაზე. ასევე დაგეგმილია ემილია-რომანიის რეგიონის კულტურის ფონდთან ურთიერთ-თანამშრომლობის მომორანდუმის გამოფრმება, ხელი მოეწერება მომავალ კულტურულ გაცვლით პროგრამებში ქართული თეატრის მონაწილეობას და მათ შორის თუმანიშვილის თეატრის საგასტროლო პროექტებს.
ფოკუსის ფარგლებში ასევე ჩატარდება ცნობილი იტალიელი მწერლის, პოეტისა და დრამატურგის მარკო მარტინელის და ერმანა მონტანარის სამდღიანი სახელოსნო ქართველ პოეტებთან და ლიტერატორებთან (ამ საგუნდო პროექტში ასევე ჩართული იქნებიან ქართველი პოეტები); გაიმართება ლეგენდარული იტალიელი მსახიობის ერმანა მონტანარის სპექტაკლი „მადრე“ (დედა) და ნაჩვენები იქნება ცნობილი იტალიელი მწერალი და დრამატურგი მარკო მარტინელის ფილმი Er.
ასევე, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ ფესტივალის ახალი პროგრამა „ბასკურ-ქართული კულტურული გზაჯვარედინი: კავკასიიდან პირენეებამდე“, რომელიც ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროსა და Acción Cultural Española (AC/E) – ესპანეთის სახელმწიფოს კულტურული სააგენტოს – მხარდაჭერით.ამ მიზნით ფესტივალს ესტუმრება დელეგაცია ბასკეთის ავტონომიური რეგიონიდან: სან სებასტიანის ეროვნული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და DONOSTI A KULTURA-ს საშემსრულებლო ხელოვნების პროგრამის ხელმძღვანელი და Dferia-ს საერთაშორისო ურთიერთობების კოორდინატორი, ლორენცო პაპაგალო. ფესტივალზე შედგება Kukai Dantza-ს მხატვრული ხელმძღვანელის – ჯონ მაია სეინის და მუსიკალური რედაქტორის ჯულიან აკიარის რეზიდენცია. რათა გაიმართოს კოლაბორაცია საქართველოს სამების საპატრიარქო კამერულ გუნდთან. ბასკური თანამედროვე ცეკვისა და ქართული საკრალური მრავალხმიანობის ეს შეხვედრა წარმოადგენს არა მხოლოდ ისტორიულ დიალოგს, არამედ ღრმა სულიერ და კულტურულ შერწყმას ორ უძველეს ტრადიციას შორის, რაც ჩვენს უძველეს „იბერიულ ნათესაობას“ ახალი სათანამშრომლო ასპარეზს შეუქმნის. ხოლო წლების მანძილზე აქტიურად მიმდინარე თანამშრომლობა ფესტივალ „საჩუქარ“-სა და სან სებასტიანის სახელოვნებო ფორუმს Dferia-ს შორის, შესაძლებელია საფუძვლად დაედოს კიდევ უფრო ფართო პარტნიორობას. ჩვენი მიზანია საფუძველი ჩავუყაროთ ბათუმის კულტურის ექსპოს Bferia გაჩენას, რომელიც სან სებასტიანის Dferia-ს მოდელის რეპლიკაციით მოხდება. პარალელურად 26 ოქტომბერს ბასკეთიდან თბილისში ჩამოვა თეატრალური კომპანია „კულუნკა“ და 28,29 ოქტომბერს, მარჯანიშვილის თეატრში გამართავს მათ ცნობილ წარმოდგენას „André & Dorine“, აღნიშნული პროგრამა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს ბასკეთსა და საქართველოს შორის.
ფესტივალზე აქტიურად იგეგმება ახალი თაობის ხელოვანების მხარდაჭერა – გაგრძელდება GIFT Biennale College-ის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა ქართველი შემოქმედების განვითარებასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ხელშეწყობა. ისევე როგორც საერთაშორისო კოოპროდუქციების განხორციელება და მათი პრეზენტაცია თუმანიშვილის თეატრის სცენაზე.
ქეთი დოლიძე – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT- ის სამხატვრო ხელმძღვანელი.
სოფო თორთლაძე – მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT- ის გენერალური მენეჯერი.
************************************************************************************
GIFT FESTIVAL 2025 PROGRAM
ბუტოს ცეკვის თეატრი „სანკაი ჯუკუ“ (იაპონია)
მეგური
ადიდებული ზღვა, წყნარი მიწა
25 ოქტომბერი – 20:00
თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი
90 წუთი
თეატრალური კომპანია KEPLER-452 (იტალია)
წასული
FOCUS ITALIA 2025
ემილია რომანიას ეროვნული თეატრის და თუმანიშვილის თეატრის საერთო ნამუშევარი
26 ოქტომბერი | 20:00 – თეატრალიზებული პრეზენტაცია
თუმანიშვილის თეატრი
თეატრი „კულუნკა“ (ესპანეთი)
ანდრე და დორინი
28, 29 ოქტომბერი – 20:00
მარჯანიშვილის თეატრი
80 წუთი
ვნებები თელებქვეშ (საქართველო)
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
2 ნოემბერი – 20:00
თუმანიშვილის თეატრი
Ravenna Teatro/Teatro delle Albe (იტალია)
ER
4 ნოემბერი – 18:00
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიე
თავისუფალი დასწრება
პოეტთა განსაწმენდელი (იტალია)
4-7 ნოემბერი – 14:00-17:00
თუმანიშვილის თეატრი, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის სახელობის მცირე სცენა
წიგნის პრეზენტაცია (საქართველო)
„ფსიქოტროპი“
5 ნოემბერი – 13:00 საათი
თუმანიშვილის თეატრი
თავისუფალი დასწრება
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ფოიე
Albe/Ravena Teatro X Primavera dei Teatri (იტალია)
MADRE (დედა)
6, 7 ნოემბერი – 20:00
თუმანიშვილის თეატრი
45 წუთი
გრძელი დღის შემოღამება (საქართველო)
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი
9 ნოემბერი – 20:00
თუმანიშვილის თეატრი
თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი, X FIT MERCOSUR X LA PARISINA (საქართველო/არგენტინა)
ილაპარაკოს, რა მნიშვნელობა აქვს…
13/14 ნოემბერი – 20:00
თუმანიშვილის თეატრი, ნუგზარ ბაგრატიონი-გრუზინსკის სახელობის მცირე სცენა
თეატრი „კონტაქტი“ (საქართველო)
ეთერშია ჰელიოსი
15 ნოემბერი – 20:00
სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი
სოფო-მარიამ ქორიძის ახალი გამოფენა (საქართველო)
პარალელური ზღაპრული განზომილება
16 ნოემბერი – 18:00
გალერეა „ცალკე სივრცე“
„ღვინის ქარხანა N1“
ფესტივალის „საჩუქარი“ „ბიენალე კოლეჯე“ (2024/25 სეზონი)
მარო
19, 20 ნოემბერი – 20:00
თუმანიშვილის თეატრი
************************************************************************************
საკონტაქტო პირები:
მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალის GIFT- ის საზოგადოებასთან ურთიერთობის კოორდინატორი
კახაბერ შარტავა +995 571 505 707 kakhaber@tumanishvilitheatre.ge
კესო ბოჭორიშვილი
+995 598 17 18 02 keso@tumanishvilitheatre.ge
თბილისი, აღმაშენებლის გამზ. 164,” – აღნიშნულია ინფორმაციაში.