რომან კაკულია: წინაპირობა რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის უბრალოდ არ არსებობს

,,სიღრმისეულ ანალიზს ვინც აკეთებდა პროცესების, იმ ხალხს არც ჰქონია მოლოდინი, რომ ამ შეხვედრას შეიძლება რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. იმიტომ, რომ წინაპირობა ომის შეწყვეტის უბრალოდ არ არსებობს”,- ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ, უნგრეთში, ტრამპი-პუტინის არ შემდგარ შეხვედრასთან დაკავშირებით ,,იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი ტიპის საკითხების მოგვარებას რამდენიმე ფაქტორი სჭირდება.

„არ აქვთ არავითარი პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომ მოგვარდნენ. ისინი [პუტინი და ზელენსკი] ვერანაირად ვერ გაყიდიან ამას თავის ქვეყნებში. ზელენსკიმ, ამხელა მსხვერპლის შემდეგ, როგორ შეიძლება მიიღოს ის, რასაც სთავაზობს პუტინი. და პუტინიც ვერ მიიღებს, რასაც რამდენი ხანია იმეორებს იმ სამ ძირითად მოთხოვნას, რაც ნეიტრალიტეტთან, უკრაინის შეიარაღების შემცირებასთან არის დაკავშირებული. მას არ შეუძლია ეს მიიღოს, ამიტომ ეს იმას ნიშნავს, რომ ეს აუცილებლად ბრძოლის ველზე უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა რომან კაკულიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები