საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, საქართველომ მიიღო კანონები, რომლებიც ევროკავშირის პრინციპებს ეწინააღმდეგება.
„ერთადერთი, რასაც საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული კანონები ეწინააღმდეგება, არის ბრიუსელის მოქმედი ბიუროკრატიის სურვილი, ფარულად დააფინანსოს რადიკალიზმი და პროპაგანდა, რასაც არაფერი აქვს საერთო ევროკავშირის პრინციპებთან და ძალიან ვწუხვარ, რომ ამას ღიად და პირდაპირ ვამბობ”, – წერს შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.