რატი იონათამიშვილი – პაველ ჰერჩინსკიზე: ევროკავშირის ელჩი პასტორალურ ჟანრში დითირამბებს უგზავნის იმ ადამიანს, ვინც სახლში ინახავდა „მოლოტოვის კოქტეილებს – ვფიქრობ, სულ ცოტა ბოდიში აქვს ქართველი ხალხის მიმართ მოსახდელი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი „ქრონიკასთან“ ევროკავშირის ელჩის მიერ, მსჯავრდებულ ზვიად ცეცხლაძისთვის გაგზავნილ წერილს აფასებს.
„დაუშვებელია დიპლომატი გახდეს შიდა ტერორიზმის ერთ-ერთ სპონსორად, სწორედ ამ პროცესთან გვაქვს საქმე, როდესაც ევროკავშირის ელჩი პასტორალურ ჟანრში დითირამბებს უგზავნის იმ ადამიანს, ვინც სახლში ინახავდა „მოლოტოვის კოქტეილებს“, ვინც სხვებს მოუწოდებდა ძალადობის ყველაზე მძიმე და შემაშფოთებელ ფორმებზე. ვფიქრობ, სულ ცოტა ბოდიში აქვს ქართველი ხალხის მიმართ მოსახდელი“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.