თეთრი სახლის ღობეზე უცნობი მამაკაცი გადაძვრა

 

   ვაშინგტონში უცნობმა მამაკაცი თეთრი სახლის ღობეზე გადაძვრა და ტერიტორიაზე შეჭრა სცადა. მას საიდუმლო სამსახურის ძაღლები დაესხნენ თავს. საიდუმლო სამსახურის პრესსპიკერის ედვინ დონოვანის განცხადებით, თავდამსხმელი 23 წლის დომინიკ ადესანია აღმოჩნდა. ახალგაზრდა დაკავების მომენტში შეუიარაღებელი იყო.
თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეჭრის მცდელობა პირველი არ არის. უცხო პირი თეთრი სახლის რეზიდენციაში 19 სექტემბერსაც აღმოჩნდა. შეიარაღებული მამაკაცი ლიფტში აშშ-ის პრეზიდენტთან ერთად იმყოფებოდა.
ამგვარი რამდენიმე ინციდენტის გამო პირველ ოქტომბერს აშშ-ის საიდუმლო სამსახურის ხელმძღვანელმა ჯულია პირსონმა თანამდებობა დატოვა. მის მოვალეობას აშშ-ის პრეზიდენტის დაცვის ყოფილი უფროსი ჯოზეფ კლენსი ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები