ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის უცხოეთში ვიზიტებზე: მათ ახლა აქვთ ბოლო ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გაუქმდეს

„ოპოზიციას და მათ მფარველებს ახლა აქვთ ბოლო ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გაუქმდეს,“- ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპონენტების უცხოეთში გახშირებულ ვიზიტებზე საუბრისას განაცხადა.

“რაღაც გარე ფაქტორმა კიდევ უნდა იმოქმედოს, რომ აქ მშვიდობამ და სტაბილურობამ საბოლოოდ არ დაისადგუროს. ამიტომ ოპოზიციას და მათ მფარველებს ახლა აქვთ ბოლო ბერკეტი, რომ იქნებ რამენაირად ქვეყანაში სავიზო რეჟიმი გააუქმონ, მაგრამ უკვე ეს ნაბიჯიც კი არა საქართველოს, არამედ ევროპის იდეას აზიანებს. ანუ ევროპისთვის ეს თვითდაზიანების პოზიცია იქნება და ამას ბევრი ევროპული სახელმწიფო ხვდება და ამიტომაც ამბობენ ისინი, რომ ბრიუსელის ბიუროკრატიას ამ ნაბიჯზე არ მიყვებიან“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები