დიმიტრი ხუნდაძე: ოპოზიციის დიდი ნაწილი უსამშობლო აგენტია
,,სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდი ნაწილი უსამშობლო აგენტია, ისინი დავალებებს იღებენ და მის შესრულებას ცდილობენ”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საზოგადოებამ ოპოზიციას განაჩენი არჩევნების შედეგების სახით, უკვე მეათედ გამოუტანა.
„ქვეყანა როცა კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესში იყო, ისინი ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ეს პროცესი რამენაირად ჩაშლილიყო. რევოლუციის მოწყობის ხუთი მცდელობა იყო, რისი მიზანიც ძალადობრივი გზით ხელისუფლების შეცვლა იყო. არჩევნების საბოტაჟის მცდელობაც იყო, მაგრამ საზოგადოებამ ოპოზიციას განაჩენი მეათედ გამოუტანა – მართვის ბერკეტი არ მისცა. რა თქმა უნდა, ვიზალიბერალიზაცია ახლა აგენტურის და მათი პატრონების ბოლო შესაძლებლობაა, მაგრამ მათთვის სასურველი შედეგი ამ გასროლასაც არ ექნება“, – აღნიშნა ხუნდაძემ.