დიმიტრი ხუნდაძე: აქციის მონაწილეთა მხრიდან ქუჩების გადაკეტვა გარე ზეწოლის კონკრეტული შედეგია, მაგრამ ამას მათთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს
,,აქციის მონაწილეთა მხრიდან ქუჩების გადაკეტვა გარე ზეწოლის კონკრეტული შედეგია, მაგრამ ამას მათთვის სასურველი შედეგი ვერ მოაქვს”,- ამის შესახებ „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნისთვის დესტრუქციის მოწყობა დაუშვებელია.
„კანონმდებლობა შეიცვალა, მაგრამ გარედან მათი წახალისება არ იცვლება. ამიტომ, ისინი ამ წახალისების იმედად ცდილობენ, საკუთარ ქვეყანას დესტრუქცია მოუწყონ და ამ ფორმით უმცირესობამ უმრავლესობაზე იძალადოს. ეს დაუშვებელია და ამ ყველაფერს დასასრული ექნება“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.