ეკა სეფაშვილი: რადიკალ აქტივისტებს რეალურად რომ აინტერესებდეთ რაიმეს გაპროტესტება, პარლამენტის წინ საკმაოდ დიდი ტროტუარია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ საწინააღმდეგო აზრი

„მგონი, თვითონაც არ იციან, რას ითხოვენ და უცხოელი პატრონებისა და აქ წარმოდგენილი აგენტურის დავალებებს ასრულებენ, რომლებიც ჩრდილში რჩებიან”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის” საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა, იმ მცირერიცხოვან რადიკალ აქტივისტებზე კომენტირებისას, რომლებიც კანონს არღვევენ და ავტომობილის სავალი გზის გადაკეტვას მაინც ცდილობენ რუსთაველის გამზირზე.

ეკა სეფაშვილის თქმით, რადიკალ აქტივისტებს რეალურად რომ აინტერესებდეთ რაიმეს გაპროტესტება, პარლამენტის წინ საკმაოდ დიდი ტროტუარია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი განსხვავებული, ალტერნატიული თუ საწინააღმდეგო აზრი.

„[ამ უცხოელ პატრონებს თუ აქაურ აგენტურას, იმის გამო, რომ ჩრდილში რჩებიან], არც დაპატიმრება ემუქრებათ და არც – ჯარიმის გადახდა. ისინი სწორედ რადიკალი აქტივისტების ხელით ცდილობენ მავნებლობის ჩადენას, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ბავშვების მომავლის წინაშე.

რადიკალ აქტივისტებს რეალურად რომ აინტერესებდეთ რაიმეს გაპროტესტება, პარლამენტის წინ საკმაოდ დიდი ტროტუარია, სადაც თავისუფლად შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი განსხვავებული, ალტერნატიული თუ საწინააღმდეგო აზრი”, – აღნიშნა ეკა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები